კურსის აღწერა

რა არის ფიზიკა?
გულახდილად რომ ვთქვათ, რთულია, განსაზღვრო, რა არის ფიზიკა. რაც მეტ აღმოჩენას ვაკეთებთ და მეტ პროგრესს განვიცდით, მით უფრო იცვლება ფიზიკაც. ახალ თეორიებს მხოლოდ ახალი პასუხები არ მოაქვთ. ისინი ასევე ბადებენ ახალ კითხვებს, რომლებიც ადრე ფიზიკის წინა თეორიის გადმოსახედიდან უაზრო იქნებოდა. ეს ფიზიკას სახალისოსა და საინტერესოს ხდის, მაგრამ ასევე გვაიძულებს, უფრო ზოგადად განვსაზღვროთ, თუ რა იყო ფიზიკა და არა რა იქნება ის მომავალში.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, განმარტებები გამოსადეგია. ასე რომ, თუ განმარტება გსურთ, მიიღებთ კიდეც. ძირითადად, ფიზიკოსები ცდილობენ შემდეგს:
ზუსტად განმარტონ სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური და გაზომვადი სიდიდეები (მაგალითად, სიჩქარე, ელექტრული ველი, კინეტიკური ენერგია). სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური აღწერის ძიება ისტორიულად ყოველთვის იყო ფიზიკის დიდი ნაწილი, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზე ჩანს. 
იპოვონ კავშირი ამ ფუნდამენტურ გაზომილ სიდიდეებს შორის (მაგალითად, ნიუტონის კანონები, ენერგიის შენახვა, ფარდობითობის სპეციალური თეორია). ეს კანონზომიერებები და კავშირები წარმოდგენილია სიტყვების, განტოლებების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების, მოდელების და ნებისმიერი სხვა მეთოდების სახით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ კავშირი ადამიანურ ენაზე გამოვხატოთ და გამოვიყენოთ. 

რას ვისწავლი?

  • ფიზიკის ზოგად ინფორმაციას
  • როგორ შეიქმნა ფიზიკა
  • ფიზიკის კანონები
  • ფიზიკის ფუნდამენტები

მოთხოვნები

  • იყოთ 11 წლის ზემოთ

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

10 ვიდეო გაკვეთილი

0.5ლ

ვიდეო ლექციები

10

ტესტები

2

უნარის დონე

დამწყები

ხილვადობის ვადა

3 თვე

დაკავშირებული კურსები